15/11/2022

2022 წლის 10 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აისს“, ახალქალაქი 2 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

04/11/2022

2022 წლის 2 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აისი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ახალქალაქი 1 ჰესის ნაწილში.

04/11/2022

2022 წლის 1 ნოემბერს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „აისს“, ახალქალაქი 1 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

27/10/2022

2022 წლის 26 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენსი“, როგორც იმპორტიორი.

27/10/2022

2022 წლის 26 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ენერჯი სოლუშენსი“, როგორც ექსპორტიორი.

18/10/2022

2022 წლის სექტემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 189 969 040.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 16% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 28 800 215 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

სექტემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.1532407 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 8.613 თეთრი.

10/10/2022

2022 წლის 7 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „დილა“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

29/09/2022

2022 წლის 28 სექტემბრიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის მოადგილედ ალექსანდრე პაპიაშვილი დაინიშნა.

ალექსანდრე პაპიაშვილს აქვს სამართალმცოდნეობის, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით მუშაობის, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვის პროცესში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება. იცნობს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ პერსპექტივებს, გამოწვევებსა და  პრობლემებს.

22/09/2022

ს.ს."ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მიერ, 21 სექტემბერს, გამოცხადდა NAT 220019392 ელექტრონული ტენდერი, კომპანიის 3 თანამშრომლის სიცოცხლის უბედური შემთხვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის (CPV 66500000) შესყიდვისათვის. ერთი სადაზღვევო პაკეტის სავარაუდო ღირებულებაა 67 ლარი, მომსახურების მიწოდების მაქსიმალური ვადაა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 603 ლარის ფარგლებშია.

სატენდერო წინადადებების წარმოდგენა მთავრდება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, 13:00 საათზე.

16/09/2022

2022 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 144 134 700.4 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 10% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 21 956 827.6 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.2335472 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.