08/09/2022

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოსა და სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის თანამშრომლობისა და ახალი პერსპექტივების გამოკვეთის მიზნით  გამართულ შეხვედრაში...

01/09/2022

2022 წლის 1 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა სპს „ხანჰესი ეგნატე დვალიშვილს“ (ხანჰესის ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

01/09/2022

2022 წლის 1 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „იოტა სინერჯის“ (დაგვა ჰესის ნაწილში), როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

16/08/2022

2022 წლის ივლისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 180 580 318.8  კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 786 806.5 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.5111141 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.857 თეთრი.

16/08/2022

2022 წლის 12 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ლ.ჯ ფაუერ სოლუშენს“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ნაცეშარი ჰესის ნაწილში.

16/08/2022

2022 წლის 11 აგვისტოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ლ.ჯ ფაუერ სოლუშენს“, ნაცეშარი ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.

16/08/2022

2022 წლის 01 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

16/08/2022

2022 წლის 9 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ევრო მეტალ+“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.

09/08/2022

2022 წლის 4 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ლ.ჯ ფაუერ სოლუშენს“ (ნაცეშარი ჰესის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.

27/07/2022

2022წ. 27 ივლისს, კომპიუტერებისა და მონიტორების შესყიდვისათვის, გამოცხადდა NAT220014724 ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 22 920 ლარი. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2022წ. 05 აგვისტოს, 14:00 საათზე.