ესკო საინფორმაციო
2016 წლის 15 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარ ენერჯი-2007“, როგორც ელექტროსადგური - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.
2016 წლის 14 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მაქსანია 2014“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2016 წლის 13 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მაქსანია 2014“-ს, როგორც ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.
2016 წლის 16 დეკემბერს გამოცხადდა სატელეფონო კავშირის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (SPA 160031322), რომლის გამოცხადებული სატენდერო ღირებულება შეადგენს 2600 ლარს და სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2016 წლის 22 დეკემბერს 13:00 სთ.
ესკოს სტუმრობდნენ კომპანია LDK-ს წარმომადგენლები. აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ფორმირებასთან დაკავშირებით EBRD-ის დაფინანსებით გმოცხადებულ ტენდერში. ამ საკითხებზე ესკოში არსებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუმრებს წარუდგინეს ესკოს წინადადებები და მოსაზრებები. ასეთი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
2016 წლის 30 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ერა ჯორჯია“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
2016 წლის ნოემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 160 484 672.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 16% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 17 138 104.4 ლარი შეადგინა.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 10.6789665 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 11.303 თეთრი/კვტ.სთ.
2016 წლის 30 ნოემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მედგრუპ ჯორჯიას“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს.
2016 წლის 05 დეკემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, როგორც ექსპორტიორი.
2016 წლის 28 ნოემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მაქსანია 2014“, როგორც ელექტროსადგური - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.